შემოსავალი ინტერნეტიდან

მოგესალმები სტუმარო! 
ინტერნეტით ფულის გამომუშავება ბევრ მომხმარებელს არარეალურად ეჩვენება, მაგრამ ეს შესაძლებელია და საკმაოდ ადვილიც!
არსებობს მრავალი გზა, საიდანაც შეიძლება მიიღო ელექტრონული შემოსავალი, ძირითადად ესენია:
1) BUX-საიტები.  (საიტები რომლებიც ფულს იხდიან, მათ გვერდზე განთავსებული რეკლამის ნახვაში).
2) UPLOAD-საიტები. (საერთაშორისო სერვერები, რომლებიც ფულს იხდიან თქვენი ატვირთული ფაილის გადმოწერაში).
3) FOREX-საიტები. (ეს საიტები საშუალებას გვაძლევს ვივაჭროთ მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე).
4) FREELANCER-საიტები. (აქ შეგიძლიათ მიიღოთ დაკვეთები სხვადასხვა სფეროში: საიტის ან ლოგოს დამზადება და ა.შ.)
5) GOOGLE ADSENSE. (თქვენს საიტზე ჩასმულ GOOGLE-ს რეკლამაზე დაკლიკებით მიიღებთ შემოსავალს.)
6) კერძო პროექტები (ნებისმიერი სახის კერძო საიტი, სოციალური ქსელები და ..)

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყოველ მათგანს აქვს თავისი + და - .
1) BUX-საიტები.  (საიტები რომლებიც ფულს იხდიან, მათ გვერდზე განთავსებული რეკლამის ნახვაში).
+ არ მოითხოვს არავითარ სპეციფიკურ ცოდნას.
+ ნებისმიერ ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია მათთან მუშაობა.
+ არ საჭიროებს ფულის დაბანდებას, ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს 0-დან.
- ბევრი ასეთი საიტი ვერ უძლებს დროის გამოცდას და უქმდება.
- სერიოზული შემოსავალის მისაღებად საჭიროა, მომხმარებელს ჰყავდეს რეფერალები (თავისი მიწვეული წევრები).

2) UPLOAD-საიტები. (საერთაშორისო სერვერები, რომლებიც ფულს იხდიან თქვენი ატვირთული ფაილის გადმოწერაში).
+ გაცილებით სანდოა ვიდრე BUX-საიტები.
+ დამწყებ აპლოადერს მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე BUX-ის მომხმარებელს.
+ არ საჭიროებს ფულის დაბანდებას, ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს 0-დან.
- მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას.
- ფაილების დამუშავება და სხვადასხვა საიტებზე განთავსება მოითხოვს საკმაო დროს.
- ძირითადად აპლოადერები მუშაობენ პორნო კონტენტზე, რისი გავრცელებაც ბევრ ადამიანს არ სიამოვნებს.
- ფაილების დასადებ საიტებს ააქვთ საკმაოდ მკაცრი წესები, რომლების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი შეიძლება დაბლოკონ.

3) FOREX-საიტები. (ეს საიტები საშუალებას გვაძლევს ვივაჭროთ მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე).
+ ამ საქმით შეიძლება მოიგოთ 1000-ობით $.
+ ასეთი საიტები ფაქტიურად არ უქმდება.
- მოითხოვს ფულის ინვესტირებას.
- დიდია რისკი, ამ საქმით ასევე შეგიძლიათ წააგოთ 1000-ობით $.
- მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას.
- ფულის გამოსატანად საჭიროა მომხმარებლის საბუთების ასლების გაგზავნა კომპანიისთვის.
- მოითხოვს ძალიან დიდ დროს, ფაქტიურად სულ უნდა აკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების გრაფიკი ბირჟაზე.

4) FREELANCER-საიტები. (აქ შეგიძლიათ მიიღოთ დაკვეთები სხვადასხვა სფეროში: საიტის ან ლოგოს დამზადება და ა.შ.)
+ ურთიერთობა გაქვთ უშუალოდ დამკვეთთან.
+ დაკვეთის ფასები საკმაოდ მისაღებია.
+ არ საჭიროებს ფულის დაბანდებას, ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს 0-დან.
- მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას (PHP, HTML ...)
- საკმაო დრო სჭირდება სერიოზული შეკვეთის შესრულებას
- შეიძლება დამკვეთს არ მოეწონოს თქვენი ნამუშევარი და ფულის გადახდაზე უარი გითხრათ.
- ბევრია კონკურენტი, აქედან გამომდინარე დამკვეთი ირჩევს მას, ვინც შედარებით ნაკლებ ფასად შეასრულებს სამუშაოს.

5) GOOGLE ADSENSE. (თქვენს საიტზე ჩასმულ GOOGLE-ს რეკლამაზე დაკლიკებით მიიღებთ შემოსავალს.)
+ ამ საქმით შეგიძლიათ თვეში რამდენიმე ათასი გამოიმუშაოთ.
+ არ საჭიროებს ფულის დაბანდებას, ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს 0-დან.
- საქართველოში GOOGLE აგზავნის ჩეკებს, რომელთა განაღდებაც გაცილებით რთულია.
- მოითხოვს დიდ დროს. საიტს სჭირდება მომხმარებელი რომელიც ამ რეკლამაზე დააკლიკავს. აქედან გამომდინარე საჭიროა საიტის სერიოზულად გაქაჩვა, რადგან ის საძიებო სისტემაში საწყის პოზიციაზე იყოს.
- მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას.

6) კერძო პროექტები (ნებისმიერი სახის კერძო საიტი, სოციალური ქსელები და ა.შ.)
+ შემოსავალი დამოკიდებულია მფლობელის აქტიურობაზე.
- მოითხოვს საკმაო დროს.
- მომხმარებლების მოსაზიდად საჭიროებს რეკლამირებას.
- სჭირდება სპეციფიკური ცოდნა.
აქ განვიხილავთ მხოლოდ BUX-საიტებს.

ინტერნეტში ათასობით BUX-საიტი არსებობს. რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს SCAM-ს (შეუძლებელია გამომუშავებული თანხის გამოტანა).
თანხის გადახდა წარმოებს ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების საშუალებით, როგორებიცაა: PAYPAL, ALERTPAY, LIBERTY RESERVE, NETELLER.




მე არ გპირდებით, რომ თქვენი შემოსავალი დასაწყისისთვის 10$, ან თუნდაც 1$ იქნება ყოველდღიურად, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ციფრი საკმაოდ გაიზრდება და შესაძლებელია მიიღოთ პასიური შემოსავალი, თვეში რამდენიმე 1000$.
ეს ყველაფერი თქვენს მონდომებაზე და აქტიურობაზეა დამოკიდებული.
არსებობს BUX-საიტების მომხმარებელთა 3 კატეგორია:
1) რომლებიც ამ საქმეს არასერიოზულად აღიქვამენ.
შედეგი: 1-2 თვე იმუშავა და თავი დაანება.
2) რომლებმაც გადაწყვიტეს სერიოზულად მიუდგნენ საქმეს მაგრამ არა აქვთ საკმარისი ცოდნა ან გამოცდილება.
შედეგი: იმუშავა 1 წლამდე და თავი დაანება.
3) რომლებიც სერიოზულად მოეკიდნენ ამ საქმეს, მიიღეს საკმარისი გამოცდილება, გაიარეს კონსულტაციები გამოცდილ ხალხთან და ღებულობენ სტაბილურად პასიურ შემოსავალს.
შედეგი: ყოველთვიური შემოსავალი.